სპაგეტი სოსისით
უგემრიელესი სპაგეტი სოსისით.
ინგრედიენტები:
- 100 ღერი სპაგეტი.
- 10 ცალი სოსისი (რძიანი)(პატარა).
- 50 მილილიტრი მცენარეული ზეთი.
- 1 სუფრის კოვზი მარილი.
მომზადება:
- სოსისი გავჭრათ შუაზე.
- თითოეულ სოსისის ნაჭერში გაუყაროთ 5 ღერი სპაგეტი.
- ავადუღოთ წყალი და დაუმატოთ 1 სუფრის კოვზი მარილი.
- ფრთხილად ჩავალაგოთ ადუღებულ წყალში სპაგეტიანი სოსისი.
- ვხარშოთ 15 წუთი.
- მომზადებული კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე მოვასხათ მცენარეული ზეთი, მოვაყაროთ მარილი და მივირთვათ ცხლად.