ყვავილოვანი კომბოსტო კვერცხით
ყვავილოვანი კომბოსტო კვერცხით
ინგრედიენტები:
- 250 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო,
- 1 ცალი კვერცხი,
- 2 ცალი ხახვი,
- 10 გრამი კამა,
- გემოვნებით შავი პილპილი,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- ყვავილოვანი კომბოსტო გავრეცხოთ, დავაცალკევოთ პატარა ზომებად.
- ჩავყაროთ ქვაბში და დავასხათ წყალი ისე რომ ფარავდეს ყვავილოვან კომბოსტოს.
- ვხარშოთ ადუღებიდან 5-7 წუთის განმავლობაში.
- გადმოვიტანოთ საწურზე.
- ხახვი დავჭრათ წვრილად.
- კამა დავჭრათ წვრილად.
- ავიღოთ თასი, ჩავყაროთ კომბოსტო, დავახალოთ კვერცხი, მოვაყაროთ შავი პილპილი, მარილი და აურიოთ კარგად.
- გახურებულ ტაფაზე მოვასხათ მცენარეული ზეთი, დავყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ვშუშოთ სანამ ხახვი ოქროსფრად არ შეიფერება.
- მოშუშულ ხახვს დავაყაროთ ყვავილოვანი კომბოსტო და ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთი (ხშირად ამოურიოთ რომ ყველა მხრიდან დაიბრაწოს).
- მზა კერძი ამოიღოთ ლანგარზე, მოვაყაროთ კამა, სურვილისამებრ დავახეხოთ ყველი და მივირთვად ცხლად.