ბოსტნეული, სალათები

კომბოსტოს სალათა, მსუბუქი კერძის რეცეპტი.

კომბოსტოს სალათა

კომბოსტოს სალათა

კომბოსტოს სალათა

ინგრედიენტები:

  • 250 გრამი კომბოსტო,
  • 150 გრამი სტაფილო,
  • 1 ცალი ხახვი,
  • 10 გრამი კამა,
  • 10 გრამი ქინძი,
  • 10 გრამი ოხრახუში,
  • 80 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
  • გემოვნებით შავი პილპილი,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. კომბოსტო დავჭრათ წვრილ გრძელ ნაჭრებად, დავაყაროთ მარილი, გავაჩეროთ 10 წუთი.
  2. კომბოსტო ხელით კარგად დავსრისოთ და გავწუროთ.
  3. სტაფილო გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
  4. ხახვი დავჭრათ წვრილად.
  5. ქინძი, ოხრახუში და კამა დავჭრათ წვრილად.
  6. სასალათეში მოვათავსოთ კომბოსტო, სტაფილო, ხახვი, ქინძი, კამა, ოხრახუში.
  7. მოვაყაროთ შავი პილპილი.
  8. დავასხათ მცენარეული ზეთი და კარგად აურიოთ ერთმანეთში.