სამარხვო მოხარშული ჭარხლის ფხალი
სირთულე
ადვილი
დრო
25 წუთი
ულუფა
4
კალორია
125 კკალ.
ინგრედიენტები:
- 1 კგ. ჭარხალი
- 200 გრამი ნიგოზი
- 1 ჩ/კ უცხო სუნელი
- 1 ჩ/კ ხმელი ქინძი
- დაღერღილი წითელი წიწაკა-გემოვნებით
- 3-4 ს/კ თეთრი ღვინის ძმარი
- 3 კბილი ნიორი
- 10 გრამი ახალი ქინძი
- 10 გრამი ახალი ოხრახუში
- მარილი-გემოვნებით.
მომზადება:
- ჭარხალი ქვაბში მოათავსეთ და მოხარშეთ.
- ნიგოზი და ნიორი ერთად დანაყეთ ან გაატარეთ.
- მოათავსეთ თასში სუნელებთან და მარილთან ერთად.
- გაფცქვენით მოხარშული ჭარხალი, დაჭერით და ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ ან გახეხეთ მსხვილ სახეხზე.
- მოათავსეთ თასში ნიგვზიან მასასთან ერთად.
- წვრილად დაჭერით მწვანილი და ჩაუმატეთ თასში.
- ჩაასხით ძმარიც და ეს ყველაფერი ერთმანეთს ხელით კარგად აურიეთ.
- გააგრილეთ მაცივარში. მირთმევამდე შეაზავეთ მწვანილით, ბროწეულის მარცვლებითა თუ სხვა სასურველი ინგრედიენტით.
- გემრიელად მიირთვით!