ბოსტნეული

ჭარხლის ფხალი ზეთში, სამარხვო რეცეპტი.

ჭარხლის ფხალი ზეთში

ჭარხლის ფხალი ზეთში

ჭარხლის ფხალი ზეთში

ინგრედიენტები:

  • 2 კილოგრამი ჭარხლის ფოთლები,
  • 4 ცალი ხახვი,
  • 5 კბილი ნიორი,
  • 5 გრამი ნიახური,
  • 15 გრამი ქინძი,
  • 10 გრამი ოხრახუში,
  • 10 გრამი კამა,
  • 150 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
  • გემოვნებით წიწაკა,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. ხახვი დავჭრათ წვრილად.
  2. მწვანილები დავჭრათ წვრილად.
  3. ნიორი გადავატაროთ ნიორსაჭყლეტში.
  4. ჭარხლის ფოთლები გავარჩიოთ, გავრეცხოთ, მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და მოვთუთქოთ.
  5. მოთუთქული ჭარხლის ფოთლები ამოვიღოთ საწურზე და გავაგრილოთ.
  6. გაგრილებული ფოთლები გავწუროთ და დავკეპოთ წვრილად.
  7. ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი, შემოვდგათ ცეცხლზე, დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოვშუშოთ.
  8. დაუმატოთ წვრილად დაკეპილი ჭარხლის ფოთლები ამოურიოთ და ვშუშოთ კიდევ 7 წუთი.
  9. დაუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილები, ნიორი, მარილი, წიწაკა, ამოურიოთ და ვშუშოთ კიდევ 2-3 წუთი.
  10. გამზადებული კერძი შეიძლება მივირთვათ ცხლად ან ცივად.
  11. გემრიელათ მიირთვით.