კომბოსტოს სალათა
კომბოსტოს სალათა
ინგრედიენტები:
- 250 გრამი კომბოსტო,
- 150 გრამი სტაფილო,
- 1 ცალი ხახვი,
- 10 გრამი კამა,
- 10 გრამი ქინძი,
- 10 გრამი ოხრახუში,
- 80 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- გემოვნებით შავი პილპილი,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- კომბოსტო დავჭრათ წვრილ გრძელ ნაჭრებად, დავაყაროთ მარილი, გავაჩეროთ 10 წუთი.
- კომბოსტო ხელით კარგად დავსრისოთ და გავწუროთ.
- სტაფილო გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
- ხახვი დავჭრათ წვრილად.
- ქინძი, ოხრახუში და კამა დავჭრათ წვრილად.
- სასალათეში მოვათავსოთ კომბოსტო, სტაფილო, ხახვი, ქინძი, კამა, ოხრახუში.
- მოვაყაროთ შავი პილპილი.
- დავასხათ მცენარეული ზეთი და კარგად აურიოთ ერთმანეთში.