ბოსტნეული, სალათები

ბოსტნეულის ტორტი, უგემრიელესი კერძის რეცეპტი.

ბოსტნეულის ტორტი

ბოსტნეულის ტორტი

ბოსტნეულის ტორტი

ინგრედიენტები:

  • 200 მილილიტრი მაიონეზი,
  • 150 გრამი კომბოსტო,
  • 150 გრამი სტაფილო,
  • 200 გრამი კარტოფილი,
  • 200 გრამი ჭარხალი,
  • 2 ცალი კვერცხი,
  • 1 ცალი ხახვი,
  • 10 გრამი კამა,
  • 10 გრამი ოხრახუში,
  • გემოვნებით შავი პილპილი,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. კომბოსტო დავჭრათ წვრილ გრძელ ნაჭრებად, დავაყაროთ მარილი, გავაჩეროთ 10 წუთი.
  2. კომბოსტო ხელით კარგად დავსრისოთ და გავწუროთ.
  3. კვერცხი მოვხარშოთ გავფცქვნათ და განვაცალკევოთ ცილა გულისგან.
  4. კვერცხის გული გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
  5. სტაფილო, კარტოფილი, ჭარხალი, მოვხარშოთ, გავასუფთაოთ და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
  6. ხახვი დავჭრათ წვრილად.
  7. ოხრახუში და კამა დავჭრათ წვრილად.
  8. ავიღოთ დიდი ლანგარი მოვათავსოთ შუაში მოგრძო ფორმის ჭიქა და გარშემო ფენაფენა მოვათავსოთ ბოსტნეული.
  9. ფენების თანმიმდევრობაა : კომბოსტო-კარტოფილი-ჭარხალი-სტაფილო-კომბოსტო-კარტოფილი-კვერცხის გული.
  10. ფენებს შორის გადაუსვათ მაიონეზი და მოვაყაროთ ცოტა ხახვი,მწვანილი და შავი პილპილი გემოვნებით.
  11. მიღებულ ტორტს მთლიანად გადაუსვათ გარედან მაიონეზი და მოვრთოთ ჭარხლი, სტაფილო, კვერცხის ცილა და მწვანილით.
  12. დასრულების შემდეგ ფრთხილად ამოვიღოთ ტორტიდან ჭიქა.