ბოსტნეული, სალათები

წითელი კომბოსტოს სალათა. რეცეპტი

წითელი კომბოსტოს სალათა

წითელი კომბოსტოს სალათა

წითელი კომბოსტოს სალათა

ინგრედიენტები:

  • 150 გრამი წითელი კომბოსტო,
  • 1 ცალი კიტრი,
  • 1 ცალი სტაფილო,
  • 1 ცალი ხახვი,
  • 1 ცალი ლიმონი,
  • გასაფორმებლად ზეთის ხილი,
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი,
  • 1 ჩაის კოვზი სოიოს სოუსი,
  • გემოვნებით შავი პილპილი,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. კომბოსტო გავრეცხოთ და დავჭრათ წვრილად.
  2. კიტრი გავრეცხოთ და დავჭრათ თხელ ფირფიტებად.
  3. სტაფილო გავრეცხოთ, გავასუფთაოთ და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
  4. ხახვი გავფცქვნათ და დავჭრათ ალყა-ალყად.
  5. ლიმონისგან გამოვწუროთ 1 ჩაის კოვზი წვენი.
  6. კომბოსტო მოვათავსოთ სასალათეში, დაუმატოთ დაჭრილი კიტრი, გახეხილი სტაფილო, ხახვი, მოვასხათ მცენარეული ზეთი, ლიმნის წვენი, სოიოს სოუსი და გავაჩეროთ 10 წუთი.
  7. დაუმატოთ მარილი, შავი პილპილი და აურიოთ ერთმანეთში.
  8. სალათა გადმოვიღოთ ლანგარზე და გავაფორმოთ ზეთის ხილით და კიტრის ნაჭრებით.
  9. გემრიელათ მიირთვით.
4/5 (1 Review)

Related Posts