ძროხის ხორცის სუპი პამიდვრით
სირთულე
მარტივი
დრო
60 წუთი
ულუფა
8
კალორია
550 კკალ.
ინგრედიენტები:
- 1 კილოგრამი ძროხის ხორცი,
- 1 კილოგრამი პამიდორი,
- 2-3 თავი ხახვი,
- 2-3 ცალი დაფნის ფოთოლი,
- 4 ცალი კვერცხი,
- 2 ძირი ნიახური,
- 2 ძირი ოხრახუში,
- პილპილი გემოვნებით,
- მარილი გემოვნებით.
მომზადება:
- ძროხის ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად.
- ძროხის ხორცი გავრეცხოთ, მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და შემოვდგათ ცეცხლზე მოსახარშად.
- როდესაც წყალი ადუღდება მოვხადოთ ქაფი.
- დავამატოთ ქვაბში დაფნის ფოთოლი, ხახვი, ოხრახუში, ნიახური და პილპილის მარცვლები.
- როცა ხორცი მოიხარშება, წვენი გავწუროთ და ისე დავასხათ ხორცს.
- პამიდორი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.
- გატარებული პამიდორი მოვხარშოთ ცალკე ქვაბში, გავწუროთ საცერზე და დავასხათ ხორცს.
- დავუმატოთ მარილი და ამის შემდეგ ვადუღოთ კიდევ 10-15 წუთი.
- გამორთვის წინ თანდათანობით ავურიოთ შიგ კარგად გათქვეფილი კვერცხი.
- გემრიელად მიირთვით.