ძროხის ხორცის სუპი მჟაუნით . უგემრიელესი წვნიანი.
სირთულე
საშუალო
დრო
60 წუთი
ულუფა
8
კალორია
320 კკალ.
ინგრედიენტები:
- 1 კილოგრამი ძროხის ხორცი,
- 600 გრამი კარტოფილი,
- 2 გრამი მჟაუნა(1 მოზრდილი კონა),
- 100 გრამი კარაქი,
- 1 კონა მწვანე ხახვი,
- 2-3 ცალი სტაფილო,
- 3-4 ძირი ოხრახუში,
- 3-4 ძირი კამა,
- 3 ცალი კვერცხი,
- 200 გრამი არაჟანი,
- 2 სადილის კოვზი ფქვილი,
- წიწაკა გემოვნებით,
- მარილი გემოვნებით,
მომზადება:
- მსუქანი ძროხის ხორცი დავჭრათ თანაბარი ზომის ნაჭრებად და კარგად გავრეცხოთ.
- მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და დავდგათ ცეცხლზე მოსახარშად.
- დუღილის დროს აუცილებელია მოვხადოთ ქაფი.
- ჩავყაროთ დაფნის ფოთოლი, ცოტა მოგვიანებით კი დაჭრილი ხახვი და სტაფილო.
- სანამ ხორცი იხარშება დრო რომ არ დავკარგოთ, დავჭრათ მწვანე ხახვი.
- კარაქში მოვშუშოთ მწვანე ხახვი, დაუმატოთ ფქვილი და გავაგრძელოთ შუშვა.
- დავასხათ ხორცის ნახარში (გაწურული ბულიონი), ჩავამატოთ მოგრძო ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი, დაკეპილი ახალი მჟაუნა, კამა, ოხრახუში, წიწაკა.
- გამორთვის წინ ნელნელა ჩავამატოთ არაჟანში გათქვეფილი კვერცხი.
- როდესაც მზად იქნება ჩავაყაროთ მოხარშული ძროხის ხორცი.
- გემრიელად მიირთვით.