ბოსტნეული

სამარხვო მოხარშული ჭარხლის ფხალი

სამარხვო მოხარშული ჭარხლის ფხალი

სამარხვო მოხარშული ჭარხლის ფხალი

სირთულე

ადვილი

დრო

25 წუთი

ულუფა

4

კალორია

125 კკალ.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ. ჭარხალი
  • 200 გრამი ნიგოზი
  • 1 ჩ/კ უცხო სუნელი
  • 1 ჩ/კ ხმელი ქინძი
  • დაღერღილი წითელი წიწაკა-გემოვნებით
  • 3-4 ს/კ თეთრი ღვინის ძმარი
  • 3 კბილი ნიორი
  • 10 გრამი ახალი ქინძი
  • 10 გრამი ახალი ოხრახუში
  • მარილი-გემოვნებით.

მომზადება:

  1. ჭარხალი ქვაბში მოათავსეთ და მოხარშეთ.
  2. ნიგოზი და ნიორი ერთად დანაყეთ ან გაატარეთ.
  3. მოათავსეთ თასში სუნელებთან და მარილთან ერთად.
  4. გაფცქვენით მოხარშული ჭარხალი, დაჭერით და ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ ან გახეხეთ მსხვილ სახეხზე.
  5. მოათავსეთ თასში ნიგვზიან მასასთან ერთად.
  6. წვრილად დაჭერით მწვანილი და ჩაუმატეთ თასში.
  7. ჩაასხით ძმარიც და ეს ყველაფერი ერთმანეთს ხელით კარგად აურიეთ.
  8. გააგრილეთ მაცივარში. მირთმევამდე შეაზავეთ მწვანილით, ბროწეულის მარცვლებითა თუ სხვა სასურველი ინგრედიენტით.
  9. გემრიელად მიირთვით!

სამარხვო მოხარშული ჭარხლის ფხალი

5/5 (1 Review)

Related Posts