ბოსტნეული, სალათები

კარტოფილის სალათა კიტრით და ზეთით

კარტოფილის სალათა კიტრით

კარტოფილის სალათა კიტრით

კარტოფილის სალათა კიტრით

ინგრედიენტები:

  • 600 გრამი კარტოფილი,
  • 2 ცალი კიტრი,
  • 10 გრამი მწვანე ხახვი,
  • 10 გრამი ქინძი,
  • 10 გრამი კამა,
  • გემოვნებით მცენარეული ზეთი,
  • გემოვნებით ღვინის ძმარი,
  • გემოვნებით მარილი,

მომზადება:

  1. კარტოფილი გავრეცხოთ, მოვხარშოთ, გავფცქვნათ და დავჭრათ მოზრდილ კუბიკებად.
  2. კიტრი გავთალოთ, გავჭრათ შუაზე, ამოვაცალოთ რბილი გული და დავჭრათ მოზრდილ კუბიკებად.
  3. მწვანე ხახვი, ქინძი და კამა დავჭრათ საშუალო ზომის ფორცლებად.
  4. კარტოფილი, კიტრი, კამა, ქინძი და მწვანე ხახვი მოვათავსოთ სასალათეში.
  5. დაუმატოთ ზეთი, ძმარი, მარილი და კარგად აურიოთ.
  6. მომზადებული კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე.