კარტოფილის სალათა კიტრით
კარტოფილის სალათა კიტრით
ინგრედიენტები:
- 600 გრამი კარტოფილი,
- 2 ცალი კიტრი,
- 10 გრამი მწვანე ხახვი,
- 10 გრამი ქინძი,
- 10 გრამი კამა,
- გემოვნებით მცენარეული ზეთი,
- გემოვნებით ღვინის ძმარი,
- გემოვნებით მარილი,
მომზადება:
- კარტოფილი გავრეცხოთ, მოვხარშოთ, გავფცქვნათ და დავჭრათ მოზრდილ კუბიკებად.
- კიტრი გავთალოთ, გავჭრათ შუაზე, ამოვაცალოთ რბილი გული და დავჭრათ მოზრდილ კუბიკებად.
- მწვანე ხახვი, ქინძი და კამა დავჭრათ საშუალო ზომის ფორცლებად.
- კარტოფილი, კიტრი, კამა, ქინძი და მწვანე ხახვი მოვათავსოთ სასალათეში.
- დაუმატოთ ზეთი, ძმარი, მარილი და კარგად აურიოთ.
- მომზადებული კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე.