იტალიური სალათა ლორით
იტალიური სალათა ლორით
ინგრედიენტები:
- 400 გრამი მაკარონი
- 250 გრამი ყველი
- 350 გრამი ლორი
- 2 ცალი ბულგარული წიწაკა
- 300 გრამი დაკონსერვებული სიმინდი
- 3 ცალი პომიდორი
- გემოვნებით მაიონეზი
მომზადება:
- მოხარშეთ მაკარონი მარილიან წყალში (სპირალის ფორმის). გადაავლეთ ცივი წყალი შემდეგ გადაწურეთ წყალი და დადგით მაკარონი გასაგრილებლად.
- პომიდორი და ბულგარული წიწაკა დაჭერით კუბიკებად.
- ლორი დაჭერით თხელ ფირფიტებად.
- გახეხეთ ყველი მსხვილ სახეხზე.
- შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს.
- დაუმატეთ სურვილისამებრ მაიონეზიც.
- გემრიელად მიირთვით.