ჩაშუშული კომბოსტო კარტოფილით
ჩაშუშული კომბოსტო კარტოფილით
ინგრედიენტები:
- 1 ცალი კომბოსტო,
- 6 ცალი კარტოფილი,
- 1 ცალი ხახვი,
- 5 გრამი ქინძი,
- 5 გრამი ოხრახუში,
- 5 გრამი ნიახური,
- 50 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- 2 სუფრის კოვზი პამიდვრის პასტა,
- გემოვნებით წიწაკა,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- ხახვი დავჭრათ წვრილად.
- ოხრახუში, ქინძი, მწარე წიწაკა და ნიახური დავჭრათ წვრილად.
- კომბოსტოს ამოვაჭრათ გამაგრებული ნაწილი შუაგულიდან და დავჭრათ საშუალო გრძელ ღეროებად.
- კარტოფილი გავთალოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ მოზრდილ კუბიკებად.
- ავიღოთ ქვაბი, ჩავასხათ მცენარეული ზეთი ჩავყაროთ ხახვი და მოვშუშოთ.
- მოშუშულ ხახვს დავასხათ 1 ჩაის ჭიქა წყალი, ჩავყაროთ კომბოსტო დავახუროთ თავსაფარი და ვშუშოთ 15-20 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე.(თუ წყალს ამოიშრობს შუშვის დროს დაუმატოთ.)
- როდესაც კომბოსტო დარბილდება დაუმატოთ კარტოფილი და ნახევარი ჩაის ჭიქა წყალი, დავახუროთ თავსახური და ისევ გავაგრძელოთ შუშვა კარტოფილის მოხარშვამდე.
- კარტოფილი რომ მოიხარშება დაუმატოთ ნახევარ ჩაის ჭიქა წყალში გახსნილი პამიდვრის პასტა, მარილი, მწვანილები, წიწაკა, კარგად ამოურიოთ და გავაჩეროთ ცეცხლზე კიდევ 3-4 წუთი.
- მომზადებული კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.
- გემრიელათ მიირთვით.