ყვითელი ქლიავის მურაბა
ყვითელი ქლიავის მურაბა
ინგრედიენტები:
- 1 კილოგრამი ყვითელი ქლიავი,
- 1 კილოგრამი შაქარი,
- 1 ჩაის ჭიქა წყალი.
მომზადება:
- ყვითელი ქლიავი (ძალიან მწიფე არ უნდა იყოს) გავრეცხოთ, ალაგ-ალაგ ჩავჩხვლიტოთ ჩხირით და ჩავყაროთ მომინანქრებულ ქვაბში.
- სხვა მომინანქრებულ ქვაბში ჩავასხათ 1 ჩაის ჭიქა წყალი შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე და ნელნელა დაუმატოთ შაქარი და მოვადუღოთ სიროფი.
- ცხელი , მოხარშული სიროფი დავასხათ ქვაბში მოთავსებულ ქლიავს და მეორე დღემდე გავაჩეროთ.
- მეორე დღეს ქლიავი ამოვალაგოთ, სიროფი დავდგათ ცეცხლზე და ავადუღოთ.
- ადუღებულ სიროფში ფრთხილად გადავიტანოთ ქლიავი და ვხარშოთ სანამ მზად არ იქნება.
- მომზადებული მურაბა ცხელ-ცხელი ჩავასხათ ქილებში, ბოლომდე ავავსოთ და დავახუროთ ხრახნიანი თავსახური (ქილები და თავსახური უნდა იყოს მშრალი).
- მურაბა შევინახოთ გრილ და მზისგან მოშორებულ ადგილას.
- გემრიელათ მიირთვით.