ნამცხვრები, ტკბილეული

ალადები ჟოლოს მურაბით, რეცეპტი.

ალადები ჟოლოს მურაბით

ალადები ჟოლოს მურაბით

ალადები ჟოლოს მურაბით

ინგრედიენტები:

  • 4 ცალი კვერცხი,
  • 500 მილილიტრი წყალი,
  • რამდენსაც შეიზელს პურის ფქვილი,
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი,
  • 100 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
  • გემოვნებით ჟოლოს მურაბა,
  • 1 ჩაის კოვზი სოდა,
  • 1 სუფრის კოვზი ძმარი,
  • 1 წკირი მარილი.

მომზადება:

  1. ავიღოთ თასი, ჩავახალოთ 4 კვერცხი და ავთქვიფოთ მიქსერით ან სამზარეულოს სათქვეფოთ.
  2. დაუმატოთ წყალი, მარილი, შაქარი, და შევაზილოთ პურის ფქვილი იმდენი სანამ არ მივიღებთ ბლანტ მასას.
  3. პატარა ჭიქაში გავხსნათ ძმარი და სოდა და დაუმატოთ მიღებულ მასას.
  4. ერთხელ კიდევ აურიოთ, გავაცხელოთ ტაფა, დავასხათ მცენარეული ზეთი.
  5. დავასხათ ცომი მრგვალ ფორმებად.
  6. ალადები შევწვათ ორივე მხრიდან.
  7. ალადები გადმოვიღოთ ლანგარზე მოვასხათ ჟოლოს მურაბა და მივირთვათ.
  8. ალადები გადმოვიღოთ ლანგარზე მოვასხათ ჟოლოს მურაბა და მივირთვათ.