დესერტი

კომშის მურაბა, საზამთრო მარტივი რეცეპტი.

კომშის მურაბა

კომშის მურაბა

კომშის მურაბა

ინგრედიენტები:

  • 1 კილოგრამი კომში,
  • 1 კილოგრამი შაქარი.

მომზადება:

  1. კომში გავრეცხოთ, გავთალოთ, ამოვაცალოთ კურკები და დავჭრათ სასურველო ზომის ნაჭრებად.
  2. ავიღოთ ემალირებული ქვაბი ჩავასხათ 2 ლიტრამდე წყალი და ავადუღოთ.
  3. ადუღებულ წყალში ჩავყაროთ კომში და ვადუღოთ სანამ არ დარბილდება.
  4. საწურით ამოვიღოთ კომში და გავშალოთ ლანგარზე.
  5. კომშის ნახარში გავატაროთ საცერში ან საწურში.
  6. ქვაბში ჩავასხათ 2 ჩაის ჭიქა კომშის ნახარში შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე და ნელნელა დაუმატოთ შაქარი.
  7. მოვადუღოთ სიროპი, ჩავყაროთ კომში და ვხარშოთ მომზადებამდე.
  8. მომზადებული მურაბა ცხელ-ცხელი ჩავასხათ ქილებში, ბოლომდე ავავსოთ და დავახუროთ ხრახნიანი თავსახური (ქილები და თავსახური უნდა იყოს მშრალი).
  9. მურაბა შევინახოთ გრილ და მზისგან მოშორებულ ადგილას.
  10. გემრიელათ მიირთვით.

Related Posts