პამიდვრის საწებელი
პამიდვრის საწებელი
ინგრედიენტები:
- 7 კილოგრამი პამიდორი (გრძელი),
- 1 კილოგრამი ვაშლი (რბილი),
- 1 კილოგრამი ხახვი,
- 500 გრამი შაქარი,
- 2 ჩაის კოვზი შავი პილპილი,
- 1 ჩაის ჭიქა ძმარი,
- გემოვნებით წითელი წიწაკა,
- გემოვნებით მარილი,
- 12 ბოთლი ნახევარლიტრიანი.
მომზადება:
- პამიდორი გავრეცხოთ და გავჭრათ 4 ნაწილად.
- ვაშლი გავრეცხოთ, გავჭრათ 4 ნაწილად და ამოვაცალოთ კურკები.
- ხახვი გავფცქვნათ და გავჭრათ 4 ნაწილად.
- ავიღოთ დიდი ზომის ქვაბი. მოვათავსოთ ვაშლი, პამიდორი, ხახვი და ჩავშუშოთ.
- ჩაშუშული მასა დავაბლენდეროთ ან გავხეხოთ სახეხზე.
- დაბლენდერებული მასა გავატაროთ საცერში.
- მიღებული საწებელი ჩავასხათ ქვაბში, დაუმატოთ შაქარი, შავი პილპილი, ძმარი, წითელი წიწაკა, მარილი, კარგად აურიოთ ერთმანეთში, დავდგათ საშუალო ცეცხლზე და ვადუღოთ 1 საათის განმავლობაში.
- ადუღებული საწებლით ბოლომდე ავავსოთ ბოთლები.
- კარგად დავხუფოთ საცობით, შევინახოთ მშრალ და გრილ მზისგან მოშორებულ საცავში.
- თუ ვაპირებთ საწებლის შენახვას ზამთრისთვის, უნდა დაუმატოთ 10 ტაბლეტი დაფხვნილი ასპირინი ქვაბში, კარგად აურიოთ და შემდეგ ჩავასხათ ბოთლებში.