ბოსტნეული

მწვანე ლობიო პამიდვრით და კარტოფილით

მწვანე ლობიო პამიდვრით

მწვანე ლობიო პამიდვრით

მწვანე ლობიო პამიდვრით

ინგრედიენტები:

  • 1 კილოგრამი მწვანე ლობიო,
  • 500 გრამი კარტოფილი,
  • 700 გრამი პამიდორი,
  • 2 ცალი ხახვი (საშუალო ზომის),
  • 20 გრამი ქინძი,
  • 20 გრამი რეჰანი,
  • 20 გრამი ოხრახუში,
  • 20 გრამი კამა,
  • 20 გრამი ქონდარი,
  • 3 კბილი ნიორი,
  • 100 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
  • გემოვნებით მწარე წიწაკა,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. მწვანე ლობიო გავრეცხოთ და დავამტვრიოთ მსხვილ ნაჭრებად.
  2. კარტოფილი დავჭრათ მოზრდილ კუბიკებად.
  3. პამიდორი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.
  4. ხახვი, მწვანილები, ნიორი და წიწაკა დავჭრათ წვრილად.
  5. დამტვრეული ლობიო ჩავყაროთ ქვაბში, დაუმატოთ წყალი,მცენარეული ზეთი და დავადგათ საშუალო ცეცხლზე.
  6. ლობიო რომ მოიხარშება დაუმატოთ დაჭრილი ხახვი,ნიორი,წიწაკა და მწვანილების ნახევარი.
  7. დაუმატოთ კარტოფილი და ვადუღოთ 5-7 წუთის განმავლობაში.
  8. დაუმატოთ გატარებული პამიდვრის წვენი და ვადუღოთ 5 წუთი.
  9. მომზადებულ კერძს დაუმატოთ დარჩენილი მწვანილები, მარილი და კარგად ამოურიოთ.
  10. კერძი ამოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.