სხვა

კვერცხიანი პომიდორი სარდელით, რეცეპტი.

კვერცხიანი პომიდორი სარდელით

კვერცხიანი პომიდორი სარდელით

კვერცხიანი პომიდორი სარდელით

ინგრედიენტები:

  • 8 ცალი კვერცხი,
  • 2 ცალი სარდელი,
  • 1 კილოგრამი პამიდორი,
  • 1 ცალი ბულგარული წიწაკა (მწვანე),
  • 1 ცალი ბულგარული წიწაკა (წითელი),
  • 1 ცალი ხახვი,
  • 10 გრამი რეჰანი,
  • 10 გრამი ოხრახუში,
  • 10 გრამი ქინძი,
  • 3 კბილი ნიორი,
  • 100 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
  • გემოვნებით წიწაკა,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. სარდელი დავჭრათ საშუალო სისქის ბრტყელ ნაჭრებად.
  2. ხახვი დავჭრათ წვრილად.
  3. ბულგარული წიწაკა დავჭრათ გრძელ წვრილ ნაჭრებად.
  4. რეჰანი, ქინძი და ოხრახუში დავჭრათ წვრილად.
  5. პამიდორი გავრეცხოთ, გადავავლოთ ადუღებული წყალი, გავფცქვნათ და დავაბლენდეროთ ან გადავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.
  6. ნიორი დავჭრათ წვრილად.
  7. გახურებულ ტაფაზე მოვასხათ მცენარეული ზეთი, დავალაგოთ დაჭრილი სარდელი და შევწვათ ორივე მხრიდან.
  8. დაუმატოთ ხახვი, ბულგარული წიწაკა, ნიორი და ჩავშუშოთ.
  9. დავასხათ დაბლენდერებული პამიდორი და ავადუღოთ.
  10. ადუღების შემდეგ ფრთხილად ჩავახალოთ კვერცხი ისე რომ ერთმანეთს არ შეეხონ, დაუწიოთ ცეცხლს და დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ დაახლოებით 5-6 წუთი.
  11. დაუმატოთ მწვანილები, წიწაკა, მარილი და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
  12. კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.