პამიდვრის მარინადი
პამიდვრის მარინადი
ინგრედიენტები:
- 1 კილოგრამი პამიდორი,
- 10 კბილი ნიორი,
- 2 ცალი წითელი წიწაკა (ტკბილი),
- 3 ცალი დაფნის ფოთოლი,
- 20 გრამი ნიახური,
- 20 გრამი კამა,
- 20 გრამი ოხრახუში,
- 10 ცალი შავი პილპილის მარცვლები,
- 2 სუფრის კოვზი მარილი,
- 1 ჩაის კოვზი შაქარი,
- 3 სუფრის კოვზი ძმარი.
მომზადება:
- გადარჩეული,გარეცხილი, მაგარი პამიდორი ჩავჩხვლიტოთ ჩხირით რამოდენიმეჯერ სხვადასხვა მხრიდან.
- მინის ქილაში ძირში ჩავაწყოთ ფენებად : პამიდორი, ნიორი, ნიახური, ოხრახუში, შავი წიწაკის მარცვალი, დაფნის ფოთოლი, წიწაკა და კამა
- გავიმეოროთ თანმიმდევრობა სანამ არ აივსება ქილა.
- 1 ლიტრი წყალი ჩავასხათ ქვაბში დაუმატოთ 2 სუფრის კოვზი მარილი, 1 ჩაის კოვზი შაქარი, 3 სუფრის კოვზი ძმარი და ავადუღოთ.
- მოდუღებული მარილწყალი ცხელცხელი ჩავასხათ ქილაში, ავავსოთ ბოლომდე და მოვხუფოთ თუნუქის სახურავით.
- თუნუქის სახურავი უნდა გავაჩეროთ ადუებულ წყალში მოხუფვამდე.
- პამიდვრის მარინადი შევინახოთ მშრალ და გრილ მზისგან მოშორებულ საცავში.