ინდაურის საცივი
ინდაურის საცივი
ინგრედიენტები:
- 1 ცალი ინდაური,
- 500 გრამი ნიგოზი,
- 5 ცალი ხახვი,
- 2 ჩაის კოვზი ზაფრანა,
- 4 ჩაის კოვზი უცხო სუნელი,
- 2 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი,
- 4 ცალი მიხაკი,
- 1 ჩაის კოვზი დარიჩინი,
- 4 კბილი ნიორი,
- 1 სუფრის კოვზი ძმარი,
- 10 ჩაის ჭიქა ინდაურის ნახარში წვენი,
- გემოვნებით წიწაკა,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- გასუფთავებული, გარეცხილი ინდაური ქვაბში მოვათავსოთ, დავასხათ წყალი, დავდგათ ცეცხლზე და ნახევრად მოვხარშოთ.
- ინდაური ამოვიღოთ წვენიდან, დავდოთ თუნუქის ფურცელზე და შევდგათ აირღუმელში შესაწვავად.
- ბულიონს მოვხადოთ ცხიმი და მასში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ან ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ხახვი.
- შუშვის დროს დაუმატოთ ბულიონიდან მოხდილი ცხიმი და თან ვურიოთ, რომ არ დაიწვეს.როცა ოდნავ ვარდისფერს მიიღებს ჩავასხათ ბულიონში.
- ნიგოზი ხორცსაკეპ მანქანაში ორჯერ გავატაროთ.
- ყვითელი ყვავილი (ზაფრანა) კარგად დავნაყოთ მარილთან ერთად, ჩავყაროთ ნიორი, ავურიოთ ნიგოზში და ხელით კარგად ვსრისოთ, სანამ საკმაო რაოდენობის ზეთს არ გამოვხდით.
- ცალკე დავნაყოთ ნიგოზთან ერთად უცხო სუნელი, დარინიჩი, მიხაკი, ქინძის მარცვლები და წიწაკა.
- ყველაფერი ეს გავხსნათ თბილ ბულიონში, კარგად მოვურიოთ, გავატაროთ საცერში ან დავაბლენდეროთ და დავდგათ ნელ ცეცხლზე მოსახარშად.
- ორი კვერცხის გული გავხსნათ ერთ სუფრის კოვზ ძმარში და როცა საცივი თითქმის მზად იქნება, ნელა ჩავასხათ და თან სულ ვურიოთ, რომ არ აგვეჭრას.
- ადუღებამდე ჩავაწყოთ შიგ ნაჭრებად დაჭრილი შემწვარი ინდაური და წამოდუღების თანავე გადმოვდგათ ცეცხლიდან.
- როცა მზად იქნება, საცივი ამოვიღოთ ლანგარზე და სუფრაზე მიტანის წინ მოვასხათ ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი.
- გემრიელათ მიირთვით.