ზღვის პროდუქტები, ხორცეული

თევზის საცივი . გემრიელი და ნოყიერი სადილი .

თევზის საცივი . გემრიელი სადილი.

თევზის საცივი

სირთულე

საშუალო

დრო

60 წუთი

ულუფა

8

კალორია

566 კკალ.

ინგრედიენტები:

  • 1 კილოგრამი თევზი,
  • 1,5 ჭიქა ნიგოზი,
  • 0,5 ჩაის ჭიქა ძმარი,
  • 4-5 თავი ხახვი,
  • 2 კბილი ნიორი,
  • 3 კვერცხის გული,
  • 2-2 ძირი ქონდარი, ოხრახუში,
  • გემოვნებით ქინძი,
  • გემოვნებით მარილი,
  • გემოვნებით წიწაკა.

მომზადება:

  1. გასუფთავებული, გარეცხილი თევზი ნახევრად მოვხარშოთ და მერე შევწვათ.
  2. წმინდად დავნაყოთ ნიგოზი ნიორთან და ყვითელ ყვავილთან(ზაფრანა) ერთად და გამოვხადოთ ზეთი.
  3. ცალკე დავნაყოთ ქინძის თესლი, წიწაკა, ქონდარი, ნედლი ოხრახუში, ცოტა მარილი და კარგად ავურიოთ დანაყილ ნიგოზში.
  4. გავხსნათ ძმარში და თევზის ბულიონის ზედაპირიდან მოხდილ სიმსუქნეში.
  5. ბულიონი ჩავასხათ სუფთა ქვაბში, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე.
  6. შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან და ავურიოთ შიგ კარგად გათქვეფილი კვერცხის გული.
  7. შემწვარი თევზი ლანგარზე მოვათავსოთ და დავასხათ ზედ ცხელი საცივი, როცა შეგრილდება, სუფრაზე მიტანის წინ, მოვასხათ ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი.
  8. გემრიელად მიირთვით.

თევზის საცივი . გემრიელი და ნოყიერი სადილი