ხორცეული

ქათმის საცივი . უგემრიელესი ქართული კერძი

ქათმის საცივი . უგემრიელესი ქართული კერძი

ქათმის საცივი

სირთულე

საშუალო

დრო

60 წუთი

ულუფა

8

კალორია

550 კკალ.

ინგრედიენტები:

  • ქათამი,
  • 500 გრამი ნიგოზი,
  • 4-5 თავი ხახვი,
  • 2 ჩაის კოვზი ზაფრანა,
  • 4 ჩაის კოვზი უცხო სუნელი,
  • 2 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი,
  • 3-4 ცალი მიხაკი,
  • 1 ჩაის კოვზი დარიჩინი,
  • 4 კბილი ნიორი,
  • 1 სუფრის კოვზი ძმარი,
  • 10 ჩაის ჭიქა ნახარში წვენი,
  • წიწაკა გემოვნებით,
  • მარილი გემოვნებით,

მომზადება:

  1. გასუფთავებული , გარეცხილი ქათამი ქვაბში მოვათავსოთ, დავასხათ წყალი, დავდგათ ცეცხლზე და ნახევრად მოვხარშოთ.
  2. მერე ამოვიღოთ წვენიდან, დავდოთ თუნუქის ფურცელზე და შევდგათ აირღუმელში შესაწვავად.
  3. ბულიონს მოვხადოთ ცხიმი და მასში მოვშუშოთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ხახვი.
  4. შუშვის დროს დავამატოთ ბულიონიდან მოხდილი ცხიმი და თან ვურიოთ, რომ არ დაიწვეს.
  5. როცა ოდნავ ვარდისფერს მიიღებს ჩავასხათ ბულიონში.
  6. ნიგოზი ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ ორჯერ.
  7. ყვითელი ყვავილი (ზაფრანა) კარგად დავნაყოთ მარილთან ერთად, ჩავყაროთ ნიორი, ავურიოთ ნიგოზში და ხელით ვსრისოთ, სანამ საკმაო რაოდენობის ზეთს არ გამოვხდით.
  8. ცალკე დავნაყოთ ნიგოზთან ერთად უცხო სუნელი, დარიჩინი, მიხაკი, ქინძის მარცვლები და წიწაკა.
  9. ყველაფერი ეს გავხსნათ თბილ ბულიონში, კარგად მოვურიოთ, გავატაროთ საცერში და დავდგათ ნელ ცეცხლზე მოსახარშად.
  10. ორი კვერცხის გული გავხსნათ ერთ სუფრის კოვზ ძმარში და როცა საცივი თითქმის მზად იქნება, ნელა ჩავასხათ და თან სულ ვურიოთ, რომ არ აგვეჭრას.
  11. ადუღებამდე ჩავაწყოთ შიგ ნაჭრებად დაჭრილიო შემწვარი ინდაური და წამოდუღების თანავე გადმოვდგათ ცეცხლიდან.
  12. როცა მზად იქნება, საცივი ამოვიღოთ ლანგარზე და სუფრაზე მიტანის წინ მოვასხათ ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი.
  13. გემრიელად მიირთვით.

ქათმის საცივი . უგემრიელესი ქართული კერძი