გარგრის მურაბა.
სირთულე
საშუალო
დრო
300 წუთი
ულუფა
10
კალორია
562 კკალ.
ინგრედიენტები:
- 1 კილოგრამი გარგარი,
- 1 კილოგრამი შაქარი,
- 1 ჩაის ჭიქა წყალი.
მომზადება:
- მომინანქრებულ ქვაბში ჩავასხათ 1 ჩაის ჭიქა წყალი შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე და ნელნელა დაუმატოთ შაქარი და მოვადუღოთ სიროფი.
- გადარჩეული საშუალო სიმწიფის გარგარი გავრეცხოთ, ფრთხილად გამოვაცალოთ კურკა და ჩავყაროთ ცხელ სიროფში.
- მაშინვე გამოვრთოთ ცეცხლი და გავაჩეროთ, სანამ არ გაცივდება.
- გაცივების შემდეგ დავდგათ ისევ დაბალ ცეცხლზე და ვადუღოთ 30 წუთის განმავლობაში.
- გამოვრთოთ ცეცხლი და ასე გავაჩეროთ სიროფში მთელი ღამე და დილით ერთხელ კიდევ წამოვადუღოთ.
- მომზადებული მურაბა ცხელ-ცხელი ჩავასხათ ქილებში, ბოლომდე ავავსოთ და დავახუროთ ხრახნიანი თავსახური (ქილები და თავსახური უნდა იყოს მშრალი).
- მურაბა შევინახოთ გრილ და მზისგან მოშორებულ ადგილას.
- გემრიელათ მიირთვით.