დესერტი, ნამცხვრები

ეკლერი, უგემრიელესი ნამცხვრის რეცეპტი.

ეკლერი, უგემრიელესი ნამცხვრის რეცეპტი.

ეკლერი

სირთულე

მარტივი

დრო

70 წუთი

ულუფა

8

კალორია

400 კკალ.

ინგრედიენტები:

  • ცომი:
  • 1(250 გრამი) ჭიქა წყალი,
  • 100 გრამი კარაქი ან მარგარინი,
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი,
  • 5 ცალი კვერცხი,
  • 1(250 გრამი) ჭიქა ფქვილი,
  • კრემი:
  • 1(250 გრამი) ჭიქა შაქარი,
  • 0,5 ჭიქა ფქვილი,
  • 0,5 ჭიქა რძე ან წყალი,
  • 80 გრამი დარბილებული კარაქი,
  • მოსართავად:
  • 1 ფილა შავი შოკოლადი,
  • 2 სუფრის კოვზი რძე ან წყალი.

მომზადება:

  1. ცომი:
  2. ერთი ჭიქა წყალი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი და 100 გრამი კარაქი ან მარგარინი გავადნოთ მაღალ ცეცხლზე სანამ ცხიმი არ გადნება ბოლომდე
  3. შემდეგ დავუკლოთ ცეცხლს და დავუმატოთ ერთი ჭიქა ფქვილი.
  4. მოვურიოთ ხის კოვზით მასის შეკვრამდე.
  5. მოვაშოროთ მასა ცეცხლს და ხუთი კვერცხი სათითაოდ დავუმატოთ და ავთქვიფოთ მიქსერით.
  6. ცომის შესქელების შემდეგ მასას ვათავსებთ საკონდიტრო ტომარაში და ეკლერს ვაძლევთ სასურველ ფორმას.
    შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთჯერადი პარკი და თავი ოდნავ წააჭერით.
  7. ტაფაზე გადმოგვაქვს ეკლერის ცომი სათითაოდ და ვაწყობთ ერთმანეთისგან ორი-სამი სანტიმეტრის დაშორებით.
  8. 35 წუთის განმავლობაში შევდგათ ტაფა ღუმელში მაღალ ცეცხლზე, როდესაც ცომი გაფუვდება და გარედან მოყავისფრდება დაუწიეთ ცეცხლს ათი წუთის შემდეგ კი გამორთეთ და გამოიღეთ ტაფა
  9. 15-20 წუთი დავაცადოთ შეგრილდეს, რომ ცომი არ ჩაიფუშოს.
  10. კრემი:
  11. ერთი ჭიქა შაქარი, ნახევარი ჭიქა ფქვილი და ნახევარი ლიტრი რძე ან წყალი ავურიოთ მიქსერით ერთმანეთში.
  12. მიღებული მასა დავდგათ დაბალ ცეცხლზე და სისტემატიურად ვურიოთ ხის კოვზით, სანამ არ გახდება კრემის მასა.
  13. ამის შემდეგ დავდგათ კრემი გასაცივებლად
  14. გაგრილებულ კრემს დავუმატოთ 70 გრამი დარბილებული კარაქი კარგად ავთქვიფოთ მიქსერით და ბოლოს დავუმატოთ ვანილი.
  15. მოსართავად:
  16. ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ შოკოლადი რძესთან ან წყალთან ერთად და მოასხით ეკლერს ზევიდან.

ეკლერი, უგემრიელესი ნამცხვრის რეცეპტი.