თეთრი ბლის მურაბა
თეთრი ბლის მურაბა
ინგრედიენტები:
- 1 კილოგრამი თეთრი ბალი,
- 1 კილოგრამი შაქარი,
- გემოვნებით ვანილი.
მომზადება:
- ბალი გადავარჩიოთ, გავრეცხოთ და ფრთხილად გამოვაცალოთ კურკა.
- მურაბის ქვაბში ფენებად ჩავყაროთ მომზადებული ბალი და შაქარი.
- ცოტა ხანს გავაჩეროთ, რომ წვენი გამოუვიდეს, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და მოვხარშოთ.
- ხარშვის დროს მოვხადოთ ქაფი და დაუმატოთ ვანილი.
- მომზადებული მურაბა გავაგრილოთ და ჩავასხათ ქილებში, ბოლომდე ავავსოთ და დავახუროთ ხრახნიანი თავსახური (ქილები და თავსახური უნდა იყოს მშრალი).
- მურაბა შევინახოთ გრილ და მზისგან მოშორებულ ადგილას.
- გემრიელათ მიირთვით.