კარტოფილი მაიონეზში
კარტოფილი მაიონეზში
ინგრედიენტები:
- 500 გრამი კარტოფილი,
- 150 გრამი მაიონეზი,
- 5 გრამი ქინძი,
- 5 გრამი კამა,
- 4 კბილი ნიორი,
- 1 ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი,
- 1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი,
- გემოვნებით მცენარეული ზეთი,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- კარტოფილი გავრეცხოთ, გავთალოთ და დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად.
- კამა და ქინძი დავჭრათ წვრილად.
- ნიორი გავატაროთ ნიორსაჭყლეტში.
- სასალათეში მოვათავსოთ მაიონეზი, დაჭრილი ქინძი, კამა, ყვითლელი ყვავილი, ხმელი ქინძი, მარილი, დაჭყლეტილი ნიორი, დავასხათ 500 მლ ცივი წყალი და კარგად აურიოდ.
- გავაცხელოთ ტაფა, დავასხათ მცენარეული ზეთი, დავალაგოთ კარტოფილი და შევწვათ ყველა მხრიდან.
- შემწვარ კარტოფილს მოვაყაროთ მარილი და დაველოდოთ გაგრილებას.
- ლანგარში ჩავასხათ გამზადებული მაიონეზის წვენი ისე რომ დაიფაროს ჭურჭლის 1/4.
- გაგრილებული კარტოფილი ჩავალაგოთ სიმაღლეზე ლანგარში და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.