ბადრიჯანი მაიონეზში
ბადრიჯანი მაიონეზში
ინგრედიენტები:
- 1 კილოგრამი ბადრიჯანი,
- 250 მილილიტრი მაიონეზი,
- 10 გრამი ქინძი,
- 10 გრამი კამა,
- 4 კბილი ნიორი,
- 1 ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი,
- 1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი,
- 300 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- ბადრიჯანი გავრეცხოთ, დავჭრად მრგვალ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 5-7 წუთი.
- კამა და ქინძი დავჭრათ წვრილად.
- ნიორი გავატაროთ ნიორსაჭყლეტში.
- სასალათეში მოვათავსოთ მაიონეზი, დაჭრილი ქინძი, კამა, ყვითლელი ყვავილი, ხმელი ქინძი, მარილი, დაჭყლეტილი ნიორი, დავასხათ 1 ლიტრი ცივი წყალი და კარგად ავურიოთ.
- გავაცხელოთ ტაფა, დავასხათ მცენარეული ზეთი, დავალაგოთ ბადრიჯანი და შევწვათ ორივე მხრიდან.
- ლანგარში ჩავასხათ გამზადებული მაიონეზის წვენი და ჩავალაგოთ შემწვარი ბადრიჯანი.