ბოსტნეული

კარტოფილი მაიონეზში, მარტივი რეცეპტი

კარტოფილი მაიონეზში

კარტოფილი მაიონეზში

კარტოფილი მაიონეზში

ინგრედიენტები:

  • 500 გრამი კარტოფილი,
  • 150 გრამი მაიონეზი,
  • 5 გრამი ქინძი,
  • 5 გრამი კამა,
  • 4 კბილი ნიორი,
  • 1 ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი,
  • 1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი,
  • გემოვნებით მცენარეული ზეთი,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. კარტოფილი გავრეცხოთ, გავთალოთ და დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად.
  2. კამა და ქინძი დავჭრათ წვრილად.
  3. ნიორი გავატაროთ ნიორსაჭყლეტში.
  4. სასალათეში მოვათავსოთ მაიონეზი, დაჭრილი ქინძი, კამა, ყვითლელი ყვავილი, ხმელი ქინძი, მარილი, დაჭყლეტილი ნიორი, დავასხათ 500 მლ ცივი წყალი და კარგად აურიოდ.
  5. გავაცხელოთ ტაფა, დავასხათ მცენარეული ზეთი, დავალაგოთ კარტოფილი და შევწვათ ყველა მხრიდან.
  6. შემწვარ კარტოფილს მოვაყაროთ მარილი და დაველოდოთ გაგრილებას.
  7. ლანგარში ჩავასხათ გამზადებული მაიონეზის წვენი ისე რომ დაიფაროს ჭურჭლის 1/4.
  8. გაგრილებული კარტოფილი ჩავალაგოთ სიმაღლეზე ლანგარში და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.