ბოსტნეული

ბადრიჯნის რულეტი გემრიელი გულსართით

ბადრიჯნის რულეტი

ბადრიჯნის რულეტი

ბადრიჯნის რულეტი

ინგრედიენტები:

  • 2 ცალი ბადრიჯანი,
  • 2 ცალი სტაფილო,
  • 1 ცალი ხახვი,
  • 2 ნაჭერი სულგუნი,
  • 2 კბილი ნიორი,
  • 300 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
  • გემოვნებით შავი პილპილი,
  • გემოვნებით მარილი,

მომზადება:

  1. ბადრიჯანი დავჭრათ გრძელ თხელ ნაჭრებად დავაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 5-7 წუთი.
  2. გახურებულ ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი და შევწვათ ბადრიჯანი ერთი მხრიდან.
  3. სტაფილო გავხეხოთ წვრილ სახეხზე, ხახვი დავჭრათ წვრილად მოვშუშოთ მცენარეულ ზეთში და დაუმატოთ მარილი და შავი პილპილი.
  4. ავიღოთ შემწვარი ბადრიჯანი დავდოთ შემწვარი მხრიდან ზევით და დავადოთ ხახვისა და სტაფილოს საკმაზი.
  5. სულგუნი დავჭრათ წვრილ კუბიკებათ და დავალაგოთ 1-2 კუბიკი შემწვარ ბადრიჯანზე.
  6. ბადრიჯანი გადავახვიოთ და შევწვათ ყველა მხრიდან მცენარეულ ზეთში.
  7. მომზადებული კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.