ხორცეული

შემწვარი ბარკალი მაიონეზში, რეცეპტი

შემწვარი ბარკალი მაიონეზში

შემწვარი ბარკალი მაიონეზში

შემწვარი ბარკალი მაიონეზში

ინგრედიენტები:

  • 2 ცალი ქათმის ბარკალი,
  • 400 გრამი მაიონეზი,
  • 10 გრამი ქინძი,
  • 10 გრამი კამა,
  • 4 კბილი ნიორი,
  • 1 ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი,
  • 1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი,
  • 100 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. ქათმის ბარკლები გავრეცხოთ და დავჭრათ მოზრდილ ნაჭრებად.
  2. კამა და ქინძი დავჭრათ წვრილად.
  3. ნიორი გავატაროთ ნიორსაჭყლეტში.
  4. ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი.
  5. დაჭრილ ქათმის ბარკლებს მოვაყაროთ მარილი, მოვათავსოთ ტაფაზე, შევდგათ საშუალო ცეცხლზე და შევწვათ ყველა მხრიდან.
  6. სასალათეში მოვათავსოთ მაიონეზი, დაჭრილი ქინძი და კამა, ყვითლელი ყვავილი, ხმელი ქინძი, მარილი, დაჭყლეტილი ნიორი, დავასხათ 600 მლ ცივი წყალი და კარგად აურიოდ.
  7. მიღებული მასა გადავასხათ ქვაბში და ჩავაწყოთ შემწვარი ქათმის ბარკლები.