ტოლმა ძროხის კონსერვით
ტოლმა ძროხის კონსერვით
ინგრედიენტები:
- 500 გრამი ძროხის კონსერვი (ტუშონკა),
- 1 ცალი კომბოსტო (დიდი),
- 200 გრამი წიწიბურა,
- 200 გრამი ბრინჯი,
- 1 ცალი ხახვი,
- 3 კბილი ნიორი,
- 10 გრამი ნიახური,
- 10 გრამი ქინძი,
- 10 გრამი კამა,
- 10 გრამი ოხრახუში,
- 1 ცალი კვერცხი,
- 2 სუფრის კოვზი პამიდვრის პასტა,
- გემოვნებით წიწაკა მწარე,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- ხახვი, ნიორი, ნიახური, ქინძი, კამა. ოხრახუში და წიწაკა გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.
- წიწიბურა გავასუფთაოთ, გავრეცხოთ და მოვათავსოთ თასში.
- დაუმატოთ გარეცხილი ბრინჯი, გატარებული მწვანილები და დავახალოთ კვერცხი.
- დაუმატოთ ძროხის კონსერვი და მარილი.
- კარგად აურიოთ ერთმანეთში.
- დავადგათ ნახევრადსავსე წყლით ქვაბი (იმხელა რომ კომბოსტო ჩაეტიოს), ავადუოთ და ჩავდოთ კომბოსტო, გავაჩეროთ 4-5 წუთი.
- ამოვიღოთ კომბოსტო წყლიდან და ფრთხილად მოვაცალოთ მოწალული ფურცლები.
- კომბოსტოს ფურცლებს მოვათალოთ გამაგრბული ფურცლის ყუნწის ღერო.
- კომბოსტოს ფურცლებში მოვათავსოთ გამზადებული შიგთავსი და გადავახვიოთ.
- ჩავალაგოთ ქვაბში გადახვეული ტოლმები, დავაფაროთ თეფში და დავადოთ ზევიდან სიმძიმე.
- დავასხათ წყალი იმდენი რომ ტოლმა დაიფაროს, შევდგათ საშუალო ცეცხლზე და ვხარშოთ 20-25 წუთი.
- დაუმატოთ პამიდვრის პასტა, მარილი და ვხარშოთ კიდევ 10 წუთი.
- მომზადებული კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.