ხორცეული

ტოლმა, უგემრიელესი კერძის რეცეპტი.

ტოლმა

ტოლმა

ტოლმა

ინგრედიენტები:

  • 400 გრამი საქონლის ხორცის ფარში,
  • 400 გრამი ღორის ხორცის ფარში,
  • 1 ცალი კომბოსტო (მოზრდილი თავი),
  • 150 გრამი ბრინჯი,
  • 3 ცალი ხახვი,
  • 3 კბილი ნიორი,
  • 10 გრამი ნიახური,
  • 10 გრამი ქინძი,
  • 10 გრამი ოხრახუში,
  • 10 გრამი რეჰანი,
  • 2 სუფრის კოვზი პამიდვრის პასტა,
  • გემოვნებით წიწაკა მწარე,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. ხახვი, ნიორი, ნიახური, ქინძი, რეჰანი, ოხრახუში და წიწაკა გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.
  2. სასალათეში მოვათავსოთ საქონლის და ღორის ფარში.
  3. დაუმატოთ გარეცხილი ბრინჯი, გატარებული მწვანილები, ხახვი, ნიორი,წიწაკა და კარგად აურიოთ ერთმანეთში.
  4. კომბოსტო გავრეცხოთ და თავთან ჩავჭრათ ოთხკუთხედად.
  5. დავადგათ ნახევრადსავსე წყლით ქვაბი (იმხელა რომ კომბოსტო ჩაეტიოს), ავადუოთ და ჩავდოთ კომბოსტო, გავაჩეროთ 4-5 წუთი.
  6. ამოვიღოთ კომბოსტო წყლიდან და ფრთხილად მოვაცალოთ მოწალული ფურცლები.
  7. კომბოსტოს ფურცლებს მოვათალოთ გამაგრბული ფურცლის ყუნწის ღერო.
  8. კომბოსტოს ფურცლებში მოვათავსოთ გამზადებული შიგთავსი და გადავახვიოთ.
  9. ჩავალაგოთ ქვაბში გადახვეული ტოლმები, დავაფაროთ თეფში და დავადოთ ზევიდან სიმძიმე.
  10. დავასხათ წყალი იმდენი რომ ტოლმა დაიფაროს, შევდგათ საშუალო ცეცხლზე და ვხარშოთ 20-25 წუთი.
  11. დაუმატოთ პამიდვრის პასტა, მარილი და ვხარშოთ კიდევ 10 წუთი.
  12. მომზადებული კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.