სოუსი Carote
სოუსი Carote
ინგრედიენტები:
- 500 გრამი სტაფილო,
- 400 გრამი პამიდორი,
- 150 გრამი ბულგარული წიწაკა (მწვანე),
- 150 გრამი ბულგარული წიწაკა (წითლი),
- 10 გრამი ქინძი,
- 10 გრამი ოხრახუში,
- 15 გრამი რეჰანი,
- 100 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- გემოვნებით მწარე წიწაკა,
- გემოვნებით მარილი,
მომზადება:
- სტაფილო გავასუფთაოთ, გვარეცხოთ და დავჭრათ საშუალო კუბიკებად.
- ხახვი, ბულგარული წიწაკა და მწარე წიწაკა დავჭრათ კუბიკებად.
- პამიდორი გადავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ან დავაბლენდეროთ.
- ქინძი, ოხრახუში, რეჰანი და ნიორი დავჭრათ წვრილად.
- გავაცხელოთ ტაფა დავასხათ მცენარეული ზეთი, დავაყაროთ დაჭრილი სტაფილო და ვშუშოთ საშუალო ცეცხლზე 10-12 წუთი.
- დაუმატოთ დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ხახვი და ამოურიოთ.
- რომ ჩაიშუშება დაუმატოთ პამიდორი და გავაჩეროთ ცეცხლზე კიდევ 6-7 წუთი.
- დაუმატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი, მწარე წიწაკა, ქინძი, ოხრახუში, რეჰანი და მარილი.
- კარგად გადაურიოთ და გავაჩეროთ ცეცხლზე კიდევ 2-3 წუთი.
- მომზადებული კერძი ამოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.