ბოსტნეული, პასტა და ბურღულეული

სპაგეტი carote-ს სოუსით, იტალიური რეცეპტი.

სპაგეტი carote-ს სოუსით

სპაგეტი carote-ს სოუსით

სპაგეტი carote-ს სოუსით

ინგრედიენტები:

  • 500 გრამი სპაგეტი,
  • 500 გრამი სტაფილო,
  • 400 გრამი პამიდორი,
  • 150 გრამი ბულგარული წიწაკა (მწვანე),
  • 150 გრამი ბულგარული წიწაკა (წითლი),
  • 10 გრამი ქინძი,
  • 10 გრამი ოხრახუში,
  • 15 გრამი რეჰანი,
  • 100 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
  • გემოვნებით მარილი,
  • გემოვნებით მწარე წიწაკა.

მომზადება:

  1. სტაფილო გავასუფთაოთ, გვარეცხოთ და დავჭრათ საშუალო კუბიკებად.
  2. ხახვი, ბულგარული წიწაკა და მწარე წიწაკა დავჭრათ კუბიკებად.
  3. პამიდორი გადავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ან დავაბლენდეროთ.
  4. ქინძი, ოხრახუში, რეჰანი და ნიორი დავჭრათ წვრილად.
  5. გავაცხელოთ ტაფა დავასხათ მცენარეული ზეთი, დავაყაროთ დაჭრილი სტაფილო და ვშუშოთ საშუალო ცეცხლზე 10-12 წუთი.
  6. დაუმატოთ დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ხახვი და ამოურიოთ.
  7. რომ ჩაიშუშება დაუმატოთ პამიდორი და გავაჩეროთ ცეცხლზე კიდევ 6-7 წუთი.
  8. დაუმატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი, მწარე წიწაკა, ქინძი, ოხრახუში, რეჰანი და მარილი.
  9. კარგად გადაურიოთ და გავაჩეროთ ცეცხლზე კიდევ 2-3 წუთი.
  10. სოუსი მზადაა.
  11. ავადუღოთ ქვაბშში წყალი და დაუმატოთ 1 სუფრის კოვზი მარილი.
  12. ადუღებულ წყალში ჩავყაროთ სპაგეტი და ვხარშოთ მომზადებამდე.
  13. ხშირათ ამოურიოთ რომ სპაგეტი არ მიიკრას ქვაბზე.
  14. მოხარშული სპაგეტი გადმოვიღოთ საწურზე და გადავავლოთ ცივი წყალი.
  15. მოვათავსოთ სპაგეტი სასალათეში მოვასხათ მცენარეული ზეთი, მოვაყაროთ მარილი და კარგად ამოურიოთ.
  16. მომზადებული სპაგეტი გადმოვიღოთ ლანგარზე, ზევიდან მოვასხათ სოუსი და მივიტანოთ სუფრათან.