ოთხშაბათი , ოქტომბერი 17 2018
Home >> კულინარია >> პამიდვრის საწებელი

პამიდვრის საწებელი

პამიდვრის საწებელიPrep time: 15 minsCook time: 1 hr 15 minsTotal time: 1 hr 30 minsპამიდვრის საწებელი

4.71
17
    Ingredients

  • 7 კილოგრამი პამიდორი (გრძელი)
  • 1 კილოგრამი ვაშლი (რბილი)
  • 1 კილოგრამი ხახვი
  • 500 გრამი შაქარი
  • 2 ჩაის კოვზი შავი პილპილი
  • 1 ჩაის ჭიქა ძმარი
  • გემოვნებით წითელი წიწაკა
  • გემოვნებით მარილი
  • 12 ბოთლი ნახევარლიტრიანი
    Directions

  1. პამიდორი გავრეცხოთ და გავჭრათ 4 ნაწილად.
  2. ვაშლი გავრეცხოთ, გავჭრათ 4 ნაწილად და ამოვაცალოთ კურკები.
  3. ხახვი გავფცქვნათ და გავჭრათ 4 ნაწილად.
  4. ავიღოთ დიდი ზომის ქვაბი. მოვათავსოთ ვაშლი, პამიდორი, ხახვი და ჩავშუშოთ.
  5. ჩაშუშული მასა დავაბლენდეროთ ან გავხეხოთ სახეხზე.
  6. დაბლენდერებული მასა გავატაროთ საცერში.
  7. მიღებული საწებელი ჩავასხათ ქვაბში, დაუმატოთ შაქარი, შავი პილპილი, ძმარი, წითელი წიწაკა, მარილი, კარგად აურიოთ ერთმანეთში, დავდგათ საშუალო ცეცხლზე და ვადუღოთ 1 საათის განმავლობაში.
  8. ადუღებული საწებლით ბოლომდე ავავსოთ ბოთლები.
  9. კარგად დავხუფოთ საცობით, შევინახოთ მშრალ და გრილ მზისგან მოშორებულ საცავში.
  10. თუ ვაპირებთ საწებლის შენახვას ზამთრისთვის, უნდა დაუმატოთ 10 ტაბლეტი დაფხვნილი ასპირინი ქვაბში, კარგად აურიოთ და შემდეგ ჩავასხათ ბოთლებში.

Yield12 ბოთლი

Calories per serving: 100
Fat per serving: ?

მსგავსი სიახლე

მანგო კივი და ანანასის სანგრია

მანგო კივი და ანანასის სანგრია

Ingredients Directions მანგო კივი და ანანასის სანგრია მანგო კივი და ანანასის სანგრია Servings: 6 INGREDIENTS …

Optimization WordPress Plugins & Solutions by W3 EDGE