თევზის საცივი
სირთულე
საშუალო
დრო
60 წუთი
ულუფა
8
კალორია
566 კკალ.
ინგრედიენტები:
- 1 კილოგრამი თევზი,
- 1,5 ჭიქა ნიგოზი,
- 0,5 ჩაის ჭიქა ძმარი,
- 4-5 თავი ხახვი,
- 2 კბილი ნიორი,
- 3 კვერცხის გული,
- 2-2 ძირი ქონდარი, ოხრახუში,
- გემოვნებით ქინძი,
- გემოვნებით მარილი,
- გემოვნებით წიწაკა.
მომზადება:
- გასუფთავებული, გარეცხილი თევზი ნახევრად მოვხარშოთ და მერე შევწვათ.
- წმინდად დავნაყოთ ნიგოზი ნიორთან და ყვითელ ყვავილთან(ზაფრანა) ერთად და გამოვხადოთ ზეთი.
- ცალკე დავნაყოთ ქინძის თესლი, წიწაკა, ქონდარი, ნედლი ოხრახუში, ცოტა მარილი და კარგად ავურიოთ დანაყილ ნიგოზში.
- გავხსნათ ძმარში და თევზის ბულიონის ზედაპირიდან მოხდილ სიმსუქნეში.
- ბულიონი ჩავასხათ სუფთა ქვაბში, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე.
- შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან და ავურიოთ შიგ კარგად გათქვეფილი კვერცხის გული.
- შემწვარი თევზი ლანგარზე მოვათავსოთ და დავასხათ ზედ ცხელი საცივი, როცა შეგრილდება, სუფრაზე მიტანის წინ, მოვასხათ ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი.
- გემრიელად მიირთვით.