დამარილებული ქაშაყი კეფირით და მდოგვის სოუსით
სირთულე
მარტივი
დრო
20 წუთი
ულუფა
8
კალორია
216 კკალ.
ინგრედიენტები:
- 6 ცალი ქაშაყი
- 500 მლ კეფირი
- 2 ს/კ მდოგვი
- 3 ცალი ხახვი
- 1 ს/კ შაქარი
მომზადება:
- ქაშაყის ფილე ულუფებად დაჭერით.
- ხახვი გაფცქვენით და ალყა-ალყა დაჭრით.
- აურიეთ ერთმანეთში კეფირი, შაქარი და მდოგვი
- ღრმა ჭურჭლის ძირში მინის მოზრდილი კონტეინერი შეგვიძლია გამოვიყენთ, პირველ ფენად ჩააწყვეთ ხახვის ნახევარი.
- შემდეგ ქაშაყი (ისიც ნახევარი) და მოასხით კეფირის სოუსი.
- გაიმეორეთ ფენები.დააფარეთ თავი შედგით მაცივარში 12 საათით.
- სუფრასთან მიიტანეთ კარტოფილის პიურესთან ერთად, ან უბრალოდ მოხარშულ გაცქვნილ კარტოფილთან ერთად.
- გემრიელად მიირთვით.