დესერტი, კონსერვი, ტკბილეული

გარგრის მურაბა, მარტივი საზამთრო რეცეპტი.

გარგრის მურაბა, მარტივი საზამთრო რეცეპტი.

გარგრის მურაბა.

სირთულე

საშუალო

დრო

300 წუთი

ულუფა

10

კალორია

562 კკალ.

ინგრედიენტები:

  • 1 კილოგრამი გარგარი,
  • 1 კილოგრამი შაქარი,
  • 1 ჩაის ჭიქა წყალი.

მომზადება:

  1. მომინანქრებულ ქვაბში ჩავასხათ 1 ჩაის ჭიქა წყალი შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე და ნელნელა დაუმატოთ შაქარი და მოვადუღოთ სიროფი.
  2. გადარჩეული საშუალო სიმწიფის გარგარი გავრეცხოთ, ფრთხილად გამოვაცალოთ კურკა და ჩავყაროთ ცხელ სიროფში.
  3. მაშინვე გამოვრთოთ ცეცხლი და გავაჩეროთ, სანამ არ გაცივდება.
  4. გაცივების შემდეგ დავდგათ ისევ დაბალ ცეცხლზე და ვადუღოთ 30 წუთის განმავლობაში.
  5. გამოვრთოთ ცეცხლი და ასე გავაჩეროთ სიროფში მთელი ღამე და დილით ერთხელ კიდევ წამოვადუღოთ.
  6. მომზადებული მურაბა ცხელ-ცხელი ჩავასხათ ქილებში, ბოლომდე ავავსოთ და დავახუროთ ხრახნიანი თავსახური (ქილები და თავსახური უნდა იყოს მშრალი).
  7. მურაბა შევინახოთ გრილ და მზისგან მოშორებულ ადგილას.
  8. გემრიელათ მიირთვით.

გარგრის მურაბა, მარტივი საზამთრო რეცეპტი.

4/5 (1 Review)

Related Posts