ყიყლიყო კვერცხიანი პური
უგემრიელესი ყიყლიყო კვერცხიანი პური.
ინგრედიენტები:
- 300 გრამი პური,
- 3 ცალი კვერცხი,
- 50 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- პური დავჭრათ თხელ ნაჭრებად.
- 3კვერცხი, 2 სუფრის კოვზი წყალი და მარილი ავთქვიფოთ თასში.
- გაცხელებულ ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი.
- პურის ნაჭრები ამოვავლოთ ათქვეფილ კვერცხში.
- დავდოთ გახურებულ ტაფაზე და შევწვათ ორივე მხრიდან საშუალო ცეცხლზე.
- მომზადებული კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.