მწვანე ლობიო პამიდვრით
მწვანე ლობიო პამიდვრით
ინგრედიენტები:
- 1 კილოგრამი მწვანე ლობიო,
- 500 გრამი კარტოფილი,
- 700 გრამი პამიდორი,
- 2 ცალი ხახვი (საშუალო ზომის),
- 20 გრამი ქინძი,
- 20 გრამი რეჰანი,
- 20 გრამი ოხრახუში,
- 20 გრამი კამა,
- 20 გრამი ქონდარი,
- 3 კბილი ნიორი,
- 100 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- გემოვნებით მწარე წიწაკა,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- მწვანე ლობიო გავრეცხოთ და დავამტვრიოთ მსხვილ ნაჭრებად.
- კარტოფილი დავჭრათ მოზრდილ კუბიკებად.
- პამიდორი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.
- ხახვი, მწვანილები, ნიორი და წიწაკა დავჭრათ წვრილად.
- დამტვრეული ლობიო ჩავყაროთ ქვაბში, დაუმატოთ წყალი,მცენარეული ზეთი და დავადგათ საშუალო ცეცხლზე.
- ლობიო რომ მოიხარშება დაუმატოთ დაჭრილი ხახვი,ნიორი,წიწაკა და მწვანილების ნახევარი.
- დაუმატოთ კარტოფილი და ვადუღოთ 5-7 წუთის განმავლობაში.
- დაუმატოთ გატარებული პამიდვრის წვენი და ვადუღოთ 5 წუთი.
- მომზადებულ კერძს დაუმატოთ დარჩენილი მწვანილები, მარილი და კარგად ამოურიოთ.
- კერძი ამოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.