მაწვნის სუპი
მაწვნის სუპი
ინგრედიენტები:
- 500 მილილიტრი მაწონი,
- 1 ცალი ხახვი,
- 2 ცალი კვერცხი,
- 2 სუფრის კოვზი პურის ფქვილი,
- 50 გრამი ბრინჯი,
- 2 კბილი ნიორი,
- 5 ღერი ქინძი,
- 3 ღერი კამა,
- 2 ღერი პიტნა,
- 20 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- ხახვი დავჭრათ წვრილად.
- ქინძი, კამა და პიტნა დავჭრათ წვრილად.
- ნიორი დავჭრათ წვრილად.
- საშუალო ზომის თასში ჩავასხათ მაწონი, ჩავახალოთ კვერცხი, მოვაყაროთ პურის ფქვილი და გავხსნათ ერთმანეთში კარგად.
- საშუალო ზომის ქვაბში ჩავასხათ მცენარეული ზეთი და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე.
- ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოვშუშოთ.
- დაუმატოთ 800 მილილიტრი წყალი, ავადუღოთ და დაუმატოთ ბრინჯი.
- ბრინჯი რომ მოიხარშება დავუმატოთ მომზადებული მაწვნის სითხე და ურიოთ სანამ არ ადუღდება.
- ადუღების შემდეგ დაუმატოთ ნიორი, მარილი, მწვანილი, ამოურიოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
- მომზადებული კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.
- გემრიელად მიირთვით.