ერბო კვერცხი
ერბო კვერცხი
ინგრედიენტები:
- 2 ცალი კვერცხი,
- 1 ცალი ბულგარული წიწაკა,
- 20 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- 2 ღერი კამა,
- გემოვნებით შავი პილპილი,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- ბულგარული წიწაკა გავრეცხოთ და გავჭრათ სიგანეზე ისე რომ გვერდები იყოს სწორად ჩამოჭრილი (დაახლოებით 5-7 მილიმეტრი).
- ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი და შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე.
- ტაფაზე დავალაგოთ ბულგარული წიწაკის 2 რგოლი.
- ფრთხილად ჩავახალოთ კვერცხი ბულგარულის რგოლებში.
- 3-4 წუთის შემდეგ ერბოკვერცხი ფრთხილათ გადმოვიღოთ ლანგარზე, მოვაყაროთ მარილი, შავი პილპილი და გავაფორმოთ კამის ღეროებით.
- გემრიელად მიირთვით.