დიეტური სუპი
დიეტური სუპი
ინგრედიენტები:
- 200 გრამი კარტოფილი,
- 200 გრამი მაკარონი,
- 2 კბილი ნიორი,
- 100 გრამი სტაფილო,
- 10 გრამი კამა,
- 10 გრამი ოხრახუში,
- 10 გრამი ქინძი,
- 100 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- 1 თავი ხახვი,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- სტაფილო დავჭრათ საშუალო ზომის კუბიკებად.
- კარტოფილი დავჭრათ დიდი ზომის კუბიკებად.
- ხახვი დავჭრათ წვრილად.
- ნიორი დავჭრათ წვრილად.
- ქინძი, ოხრახუში და კამა დავჭრათ წვრილად.
- საშვალო ქვაბში ჩავასხათ მცენარეული ზეთი, ჩავყაროთ სტაფილო, ხახვი და ვშუშოთ სანამ არ მიიღებს ოქროსფერს.
- მოშუშულ სტაფილოს და ხახვს დავასხათ წყალი ისე რომ აივსოს ქვაბი ნახევრამდე და ავადუღოთ.
- ჩავყაროთ მაკარონი და ვადუღოთ კიდევ 5 წუთი.
- დაუმატოთ კარტოფილი და მოცემული მწვანილის ნახევარი.
- კარტოფილი რომ მოიხარშება დაუმატოთ მარილი, ნიორი, დარჩენილი მწვანილი და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
- კერძი ამოვიღოთ ღრმა ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.