პასტა და ბურღულეული

ბრინჯის ტკბილი ფლავი ატმით, რეცეპტი

ბრინჯის ტკბილი ფლავი ატმით

ბრინჯის ტკბილი ფლავი ატმით

ბრინჯის ტკბილი ფლავი ატმით

ინგრედიენტები:

  • 250 გრამი ბრინჯი გრძელი,
  • 150 გრამი ქიშმიში,
  • 3 ცალი ატამი,
  • 200 გრამი შაქარი,
  • 100 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
  • გემოვნებით ვანილი.

მომზადება:

  1. ატამი გავფცქვნათ და დავჭრათ საშუალო ზომის კუბიკებად.
  2. ბრინჯი გავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავყაროთ ადუღებულ მარილწყალში და ვხარშოთ მომზადებამდე.
  3. მოხარშული ბრინჯი გადმოვიღოთ საწურზე, გადავავლოთ ცივი წყალი და გავაჩეროთ 15 წუთი.
  4. ავიღოთ ქვაბი ჩავასხათ 100 მლ მცენარეული ზეთი და ფენაფენა ჩავყაროთ ბრინჯი, ქიშმიში, ატამი.
  5. ყოველ ფენას მოვაყაროთ შაქარი და 10 გრამი ვანილი.
  6. ბოლო ფენას მოვაყაროთ შაქარი, მოვასხათ დარჩენილი ზეთი, და შევდგათ დაბალ ცეცხლზე. დაახლოებით 20-25 წუთი.