კომბოსტოს მწნილი
კომბოსტოს მწნილი
ინგრედიენტები:
- 5 კილოგრამი კომბოსტო,
- 300 გრამი სტაფილო,
- 3 ცალი დაფნის ფოთოლი,
- 2 სუფრის კოვზი ძმარი,
- 20 ცალი შავი პილპილის მარცვლები,
- 3 სუფრის კოვზი მარილი.
მომზადება:
- კომბოსტო გავრეცხოთ და დავჭრათ წვრილად.
- სტაფილო გავრეცხოთ გავასუფთავოთ და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
- ავიღოთ დიდი ზომის თასი, ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი კომბოსტო და ფენა-ფენა მოვაყაროთ მარილი.
- გავაჩეროთ 10 წუთი და შემდეგ ხელით კარგად დავჭყლიტოთ.
- მოვასხათ ძმარი, დაუმატოთ მსხვილად გახეხილი სტაფილო, შავი პილპილის მარცვლები, დაფნის ფოთოლი და კარგად აურიოთ.
- მიღებული ნაზავით კარგად გამოვტენოთ და ავავსოთ მინის ქილები, დავახუროთ პლასმასის ხუფი და შევინახოთ გრილ მზისგან მოშორებულ ადგილზე.
- 7-10 დღის შემდეგ მწნილი მზადაა.
- გემრიელათ მიირთვით.