მაკარონი ფარშით по-флоцки
მაკარონი ფარშით по-флоцки
ინგრედიენტები:
- 800 გრამი მაკარონი,
- 350 გრამი ძროხის ხორცის ფარში,
- 1 ცალი ხახვი,
- 100 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- გემოვნებით შავი პილპილი,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- ავადუღოთ ქვაბშში წყალი და დაუმატოთ 1 სუფრის კოვზი მარილი.
- ადუღებულ წყალში ჩავყაროთ მაკარონი და ვხარშოთ მომზადებამდე.
- ხშირათ ამოურიოთ რომ მაკარონი არ მიიკრას ქვაბზე.
- მოხარშული მაკარონი გადმოვიღოთ საწურზე და გადავავლოთ ცივი წყალი.
- ხორცის ფარში მოვათავსოთ ტაფაზე, დაუმატოთ მცენარეული ზეთი, შევდგათ საშუალო ცეცხლზე და ვშუშოთ 10 წუთი.
- ხახვი დავჭრათ წვრილად, დაუმატოთ ფარშს და ვშუშოთ კიდევ 5 წუთი.
- მომზადებულ მასას გადავიტანთ მაკარონიან ქვაბში დაუმატებთ მარილს, შავი პილპილს და აურევთ კარგად.