ბრინჯის ტკბილი ფლავი ატმით
ბრინჯის ტკბილი ფლავი ატმით
ინგრედიენტები:
- 250 გრამი ბრინჯი გრძელი,
- 150 გრამი ქიშმიში,
- 3 ცალი ატამი,
- 200 გრამი შაქარი,
- 100 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- გემოვნებით ვანილი.
მომზადება:
- ატამი გავფცქვნათ და დავჭრათ საშუალო ზომის კუბიკებად.
- ბრინჯი გავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავყაროთ ადუღებულ მარილწყალში და ვხარშოთ მომზადებამდე.
- მოხარშული ბრინჯი გადმოვიღოთ საწურზე, გადავავლოთ ცივი წყალი და გავაჩეროთ 15 წუთი.
- ავიღოთ ქვაბი ჩავასხათ 100 მლ მცენარეული ზეთი და ფენაფენა ჩავყაროთ ბრინჯი, ქიშმიში, ატამი.
- ყოველ ფენას მოვაყაროთ შაქარი და 10 გრამი ვანილი.
- ბოლო ფენას მოვაყაროთ შაქარი, მოვასხათ დარჩენილი ზეთი, და შევდგათ დაბალ ცეცხლზე. დაახლოებით 20-25 წუთი.